მსვლელობას "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა" სტუდენტები და აბიტურიენტები უერთდებიან. სტუდენტების ერთი ნაწილი კავკასიის უნივერსიტეტიდან ფილარმონიისკენ დაიძრა.
მათთან ერთადაა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელიაც.
"უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მარშს, რომელიც გაიმართება და იქნება კავკასიის უნივერსიტეტიდან. მთელი ჩვენი სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია ერთად გავემართებით ფილარმონიისაკენ და უარს ვიტყვით ყველაფერ რუსულზე. რუსეთი არის ოკუპანტი, სიმართლე არის ერთი, რუსეთი არის მტერი, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, არაფერს რუსულს, მათ შორის არც კანონებს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, საქართველო იქნება დამოუკიდებელი, საქართველო იქნება ევროპული, საქართველო იქნება ევროპული, აი ამ ბავშვებს ვერავინ ვერ მოერევა. გაუმარჯოს საქართველოს!", - ამბობს კახა შენგელია.