სომხეთში წყალდიდობაა, რის გამოც, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია. მედიის ინფორმაციით, ლორეს ოლქში მდინარე დებედა ადიდდა.
მედიის ცნობით, წყალდიდობას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა, დაიტბორა სოფლები. ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა, რკინიგზაზე არის ღვარცოფული ადგილები.
სოფელ ძორაგეტის 70 მცხოვრები უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. ტაშირის თემში დაიტბორა სახლები და შენობები, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.
სახლები დაიტბორა ვანაძორში, სტეფანავანში და სოფელ ამრაკიცში. სტიქიის ზონაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გაემგზავრა.
ფოტო: რადიო თავისუფლება