"მარში თავისუფლებისთვის" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართებიან, სადაც სოლიდარობას გამოუცხადებენ გასულ დღეებში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს.
მათივე თქმით, მსვლელობა შს სამინისტროს შენობასთან დასრულდება.
ფოტო: დავით მძინარაშვილი/AFP (არქივი)