რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მზად არის, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, მოლაპარაკებების გზით, იმ პირობით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას. იუწყება Reuters
"პუტინს შეუძლია იმდენ ხანს იბრძოლოს, რამდენ ხანსაც საჭიროა, მაგრამ პუტინი ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის - ომის გაყინვისთვის", - ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო, მაღალი თანამდებობის პირი.
Reuters-ი წერს, რომ ესაუბრა 5 ადამიანს, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ პუტინთან ერთად მაღალ დონეზე. გამოცემის ცნობით, მეხუთე წყაროს არ გაუკეთებია კომენტარი ამჟამინდელ ფრონტზე ომის გაყინვაზე.
წყაროების ცნობით, პუტინი ფიქრობს, რომ ამ მომენტისთვის ომში არსებული მიღწევები საკმარისია რუსი ხალხისთვის გამარჯვების მისაყიდად და ახალი დრამატული მიღწევები კიდევ ერთ საყოველთაო მობილიზაციას მოითხოვს, ეს კი მას არ სურს.