აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს, არეულობა არ იქნება, დავიცავთ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„როცა ხედავენ, ადგილზე არეულობის არანაირი მუხტი არ არის, ცდილობენ, ეს მუხტი რამენაირად ხელოვნურად შექმნან. თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური დღის წესრიგი როგორც შექმნეს, ახლა იმავე საქმის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ეს ხელოვნური ქმედებები შერჩებათ ხელში. აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს, არეულობა არ იქნება, დავიცავთ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და ამ გზით ღირსებით ვივლით წინ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.