ირლანდიელი წარმოშობის ინგლისელი ექსპრესიონისტის ფრენსის ბეკონის 5 მილიონ ევროდ (5,42 მლნ დოლარად) ღირებულების ნახატი, რომელიც თითქმის ათი წლის წინ მოიპარეს, ესპანეთის დედაქალაქში იპოვეს. ამის შესახებ განცხადებას მადრიდის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. იუწყება Reuters
გავრცელებული ინფორმაციით, ბეკონის ნახატი 2015 წელს ესპანეთის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს. მასთან ერთად კრიმინალებმა მხატვრის კიდევ ოთხი ნახატი მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონი ევრო იყო.
ცნობილია, რომ ამ საქმეზე დაკავებულია 16 პირი, რომლებიც სავარაუდოდ, დანაშაულში მონაწილეობდნენ. მანამდე პოლიციამ დაკარგული ხუთი ნახატიდან სამი აღმოაჩინა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძება გაგრძელდება იმ იმედით, რომ ბოლო, მეხუთე ნახატსაც მალე მიაგნებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატები ბეკონის მეგობრისა და ყოფილი საყვარლის, ხოსე კაპელოს ბინიდანაა მოპარული, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციის დამადასტურებელ კომენტარს არ ავრცელებს.