უკრაინული მედიის ცნობით, 23 მაისს რუსეთის ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 10-მდე დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტები თავს დაესხნენ სხვა დასახლებულ პუნტქებსაც. რუსების იერიშის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 11 ადამიანი.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეტის ძლაებმა ხარკოვში დარტმები მიაყენეს სტამბას.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, კი რუსებმა დაარტყეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ერთ-ერთ საქალაქო დაწესებულებას.