უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისე, ვანო ნადირაძე აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა. ხარკოვის ოლქი ფრონტის ცხელი წერტილია. რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ახალი შეტევა და განაცხადეს, რომ დაიპყრეს რამდენიმე სოფელი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, ქალაქ ხარკოვთან. კრემლის ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ფრონტის ხაზი.