რიში სუნაკმა პარლამენტი დაითხოვა, გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. იუწყება BBC
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან მიმართა მეფე ჩარლზ III-ს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით არჩევნების წინ ოფიციალური პროცედურების შესაბამისად.
„დღეს მე ველაპარაკე მის უდიდებულესობას პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით. მეფემ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და 4 ივლისს საყოველთაო არჩევნები იქნება“, - თქვა სუნაკმა.
თავის მოკლე სიტყვაში პრემიერმა განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რაც მისმა მთავრობამ მიაღწია რთულ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა, კერძოდ, აღნიშნა კოვიდპანდემია და უკრაინის ომი, რომელიც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, არამედ გავლენას ახდენს ბრიტანეთშზეც.
”ეკონომიკური სტაბილურობა არის ნებისმიერი წარმატების საფუძველი,” - თქვა მან და დასძინა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და ინფლაცია ნორმალურ დონეზე დაბრუნდა.