უკეთესი იქნებოდა, თუ საერთო სია იქნებოდა, მაგრამ ხაზარაძე მიხვდა, რომ საერთო სიაში მისი ადგილი ძალიან მოკრძალებული იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელშიც ხაზარაძე ამბობს: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საერთო სია, რომელზეც საუბარია, ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი.
„ამომრჩევლის ერთი ბაზა აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ეს პრინციპულ ცვლილებას ვერ მოიტანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.