უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
საუბრისას ზელენსკიმ და ალიევმა, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
„ჩვენ გვაქვს პერსპექტიული პროექტები ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში, ჩვენ დავავალეთ გუნდებს გაააქტიურონ მუშაობა მათ განხორციელებაზე და კოორდინირება გაუწიონ მომავალ ერთობლივ ღონისძიებებს“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის და ალიევს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, თებერვალში უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
ბაქო უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.