გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ბერბოკმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
გამოცემის ცნობით, ხარკოვში მისი ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა. ღამით ხარკოვი მორიგი დაბომბვის ქვეშ მოექცა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ომის დაწყებიდან მეხუთედ ეწვია. ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო. ბარბოკმა ჩასვლისთანავე ისაუბრა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მან უკრაინა ევროპის ქვეყნების სოლიდარობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
„უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული საჰაერო თავდასხმების და ხარკოვის რაიონში რუსეთის შეტევის გამო“, - თქვა მან.