აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მატეო პირასი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ). ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.