უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსანდრ ლიტვინენკომ განაცხადა, რომ უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მოამზადა და ხელს უწყობს პრეზიდენტ ვოლადომირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას.
ლიტვინენკომ ბალტიის ზღვის რეგიონის ფორუმის „ნატო 2024 და არქტიკული ევროპა“ მონაწილეებს მიმართა.
„უკრაინას ნათლად ესმის, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება და, შესაბამისად, პრეზიდენტის მშვიდობის ფორმულა უკვე წინ მიდის. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარს დაუჭერენ შვეიცარიის სამშვიდობო სამიტზე, 2024 წლის ივნისში.
ეს არის ნამდვილი დიპლომატიური გზა, რომელსაც აქვს ყველა შანსი, ხელი შეუწყოს სამართლიან მშვიდობის დამყარებას“, - განაცხადა ლიტვინენკომ .
ლიტვინენკომ ასევე დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება „არა ზავი 2 წლის განმავლობაში, არამედ სტაბილური მშვიდობა ათწლეულების განმავლობაში, რაც შესაძლებელს გახდის უკრაინის განვითარებას“. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონშიდაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინა მიიღებს მიწვევას ალიანსში.
„ჩვენ გვესმის, რომ გაწევრიანება ხვალ არ მოხდება, მაგრამ მიწვევა გააგრილებს რუსეთის ფედერაციაში ბევრ ცხელ თავს. ეს ხელს შეუწყობს დეესკალაციას და არ გახდება კონფრონტაციული ნაბიჯი.
2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილებამ ნათლად დაამტკიცა, რომ პუტინთან ურთიერთობაში აშკარა სიზუსტე ასტაბილურებს სიტუაციას და მისი არარსებობა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების პროვოცირებას იწევს“, - განაცხადა ლიტვინენკომ.