ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ს სანქციებს ასახელებს.
ჯავად ზარიფის თქმით, საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ს სანქციებმა ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია.
ჯავად ზარიფის თქმით, შეერთებული შტატების დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხისა გონებაში და ისტორიაში.
„ირანელი ერი, რომელიც ამ 45 წლის განმავლობაში დიდი მოვლენების წინაშე დადგა, დაძლევს ამ ტრაგიკულ მოვლენას“, – აღნიშნა ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.