ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილებს ვერ მიაგნეს. ამის შესახებ ირანის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით, BBC იუწყება.
ხოლო გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი "მთლიანად დაიწვა"
Reuters-ს ირანელმა ანონიმმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ პრეზიდენტ რაისთან ერთად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალიქ რაჰმეთი და პროვინცია თებრიზის აიათოლა ალი ჰაშიმი.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.