მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯან-ირანის საზღავრთან ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
გავრცელებული ცნობებით, რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა. მედიის ცნობით, მასთან ერთად ბორტზე იმყოფებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და თავრიზში პარასკევის ლოცვის ლიდერი აიათოლა მოჰამად ალი ალ-ჰაშემი.
ინციდენტი კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.