ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტი მებრძოლები წითელი ზღვის სანაპიროსთან პანამის დროშის ქვეშ მცურავ საბერძნეთის კუთვნილ ნავთობის ტანკერს გემსაწინააღმდეგო რაკეტით თავს დაესხნენ.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იუწყება.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჰუსიტებმა ერთი საჰაერო ხომალდის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა ძრავი და საჭის ბლოკი.
ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟმა შეძლო აღედგინა ძრავისა და საჭის ბლოკის მუშაობა და კურსი ყოველგვარი დახმარების გარეშე.
„ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუტისების ეს ბოროტი და დაუფიქრებელი ქმედება წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და მეზღვაურების სიცოცხლეს - ნათქვამია CENTCOM-ის განცახდებაში.