სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, წუხელ მკვლელობა მოხდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს სახლში დანით შეიარაღებული 2 პირი შეიჭრა. მოკლულია ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები.