რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 მაისის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, გაანადგურა 60 უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის ორ რეგიონში, ასევე ერთი დრონი და ATACMS-ის ტიპის ცხრა რაკეტა ოკუპირებულ ყირიმში.
მათივე ცნობით, ATACMS-ის რაკეტები და ერთი დრონი ჩამოაგდეს ყირიმის თავზე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში, 57 დრონი კი კრასნოდარის მხარეში.
ამასთან დაკავშრებით უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებელია.