უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 11-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის ოლქში მტრის მორიგი მოერიშე სუ-25 ჩამოაგდეს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში 110-ე ბრიგადის მეომრებმა ეს უკვე მეოთხე სუ-25 ჩამოაგდეს.
4 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა დონეცკის რეგიონში რუსული სუ-25 ტიპის მოერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
11 მაისს მათ მეორე სუ-25, ხოლო 13 მაისს მესამე სუ-25 ჩამოაგდეს.