ეკონომისტი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მთავრობის დასანქცირების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
„რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანცქირდება
სანქცირებული მთავრობის პირობებში ყველანაირი საერთაშორისო კორპორაცია შეწყვეტს თანამშრომლობას და ქვეყანში აღარ შემოვა მსხვილი დასავლური ინვესტიციები.
საქართველოში შეჩერდება ERASMUS (სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები ევროკქვშირში), USAID, EBRD (ახალი ავტობუსები ვინც გვიყიდა და ა.შ) სავალუტო ფონდის და ა.შ პროექტები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის (თუნდაც მაგისტრალის მშენებლობა რად ღირს)
საქართველოს შეუწყდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
საქართველო ვეღარ ისარგებლებს ევროკავშირისა და აშშ-ს მსხვილი გრანტებით და გრძელვადიანი სესხებით.
ჯამურად საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს.
ზემოთაღნიშნული ნიუანსები გამოიწვევს:
ინფლაციას
ფასების ზრდას
უმუშევრობას
საერთაშორისო იზოლაციას
მასიურ არალეგალურ მიგრაციას.
გაიწვიეთ ეს მავნებლური კანონი უკან და არ დაძლიოთ ვეტო“, - წერს ოთარ აბესაძე.