"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ
"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, ურეკავდნენ ტელეფონზე, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით. მინდა მივმართო იმათ, ვინც ზონდერ ჯგუფებს ხელმძღვანელობს და შემსრულებელი ზონდერებიც აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და მოუწევთ თავიანთ დანაშაულებზე პასუხის გება.
გუშინ სახლთან დამხვდა ოთხი ადამიანი და თავს დამესხნენ, უბრალოდ მე მოვახერხე თავის დაცვა, წიწაკის სპრეი გამოვიყენე, რის შემდეგაც გაიქცნენ და მიიმალნენ ტერიტორიიდან", - განაცხადა ლუკა შველიძემ
შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს ლუკა შველიძეს თავს დაესხნენ.