რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა. გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ქარხნის მუშაობა გაჩერდა. იუწყება Reuters
ხანძარი ქარხანაში, რომელიც „როსნეფტს“ ეკუთვნის ჩააქრეს. მომხდართან დაკავშირებით „როსნეფტს“ კომენტარი არ გაუკეთებია.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დრონი ტუაფსეში თხევადი გაზის წარმოების ქარხანას დაეჯახა, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კი დაუზიანებელი დარჩა.
გასულ ღამეს, რუსეთის კრასნოდარის ოლქში, ორი უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 მაისის ღამეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას და დროებით ოკუპირებულ ყირიმს, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ 108 უკრაინული საჰაერო და საზღვაო დრონი. მათივე მტკიცებით, ყველა მათგანი ჩამოაგდეს.