ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედროებმა ღაზის სექტორში სამი მძევლის ცხედარი იპოვეს.
მისი თქმით, იცაკ გელერენტერის, ამით ბუსკილას და შანი ლუკის ცხედრები აღმოაჩინეს ღამით თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს.
ჰაგარის ცნობით, სამივე გარდაცვლილი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს, რის შემდეგაც, უკან დახევის დროს მებრძოლებმა მათი ცხედრებიც გაიტაცეს.
შანი ლუკის ცხედრის ფოტოც „ჰამასის“ მებრძოლთა ავტომობილში ოქტომბერშივე გადაიღეს, და სოციალური ქსელებით გაავრცელს.
ისრაელუს განცხადებით, „ჰამასს“ ამ დრომდე 100-მდე მძევალი ჰყავს და 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი.