ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს..
მისი თქმით, კრიმინალურმა პოლიციამ ის "აქციებთან დაკავშირებით" დაიბარა.
„მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან.
,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე.
არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მოდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ" - წერს ჯაფარიძე.