უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა გარკვეული კატეგორიის ნებაყოფლობით მობილიზებას უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში.
ეს კანონი ითვალისწინებს მსჯავრდებულთათვის ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში ვადამდე პირობით გათავისუფლების შესაძლებლობას.
ამასთან, ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულები მობილიზებას ვერ შეძლებენ.
ასევე, უკრაინის შეირაღებულ ძალებში ვერ მოხვდებიან კორუმპირებული თანამდებობის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ასევე პირები, რომლებსაც ეკავათ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო თანამდებობა - კერძოდ, დეპუტატები და მინისტრები.