თბილისში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი ახლა საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მიემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მსვლელობა იმართება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.