მმართველი პარტიის ლიდერები და წევრები ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდნენ.
ადგილზე არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი ირაკლი ქარსელაძე, ვიქტორ სანიკიძე და სხვები.
საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.
მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან, ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყება და სამებაში დასრულდება.
მსვლელობა გაიმართება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.