პენტაგონმა განაცხადა, რომ არ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მიერ სამხედრო დახმარების ფარგლებში შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე განაცხადა,
პრესმდივანს ჰკითხეს, შეცვალა თუ არა შეერთებულმა შტატებმა მიდგომა, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი მხოლოდ მის ტერიტორიაზე.
ამის საპასუხოდ, სინგჰმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელი დარჩა.
”დიახ, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, ჩვენ გვჯერა, რომ აღჭურვილობა, შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ უკრაინას, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები მკაფიოდ გააჟღერა.
სინგჰმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან საუბრისას მსჯელობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა იქნას ანერიკის მიერ გადაცემული ის რესურსები გამოყენებული.
„და ჩვენ გვჯერა, რომ ეს {უნდა იყოს გამოყენებული} უკრაინის ტერიტორიაზე“, - დასძინა მან.