საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს.
"ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვის ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია", - წერს ზურაბიშვილი.