რუსებს არ გააჩნიათ საკმარისი ძალა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, კრისტოფერ კავოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსებს არ აქვთ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საკმარისი საშუალებები. მათ შეუძლიათ, მიაღწიონ ადგილობრივ წარმატებებს და ეს მათ უკვე გააკეთეს. მათ ასევე განიცადეს ადგილობრივი მარცხი. ასე რომ, დიახ, მე ძალიან მჭიდრო კონტაქტზე ვარ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, ისინი დაიცავენ ხაზს“, – აღნიშნა კავოლიმ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ხარკოვის რეგიონში, გენერალი არ არის დარწმუნებული, რომ ეს არის ზაფხულის სრულმასშტაბიანი შეტევა.
”ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სადმე იქმნება ბევრი რეზერვების დიდი რაოდენობა,” - თქვა მან.