ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალოს პრორუსული ინტერნეტპორტალი Voice of Euripe, ასევე სამი რუსული მედიასაშუალება – სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“, „რასიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“. ევროკავშირი ამ მედიასაშუალებებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს. ასევე აიკრძალა ევროკავშირში რუსეთიდან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
ამის შემდეგ სანქციები ოფიციალურად წერილობითი სახით უნდა დამტკიცდეს.
ევროკავშირს ასევე აქვს დაწესებული სანქციები რუსეთის სახელმწიფო არხებისთვის “რაშა თუდეისა” და “სპუტნიკისთვის”.
რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებული სკანდალი ევროპაში მარტში ჩეხეთის მთავრობის განცხადების შემდეგ აგორდა. მთავრობის განცხადებით, მათ გამოავლინეს რუსეთიდან დაფინანსებული გავლენის ქსელი, რომელიც რუსეთის ნარატივებს ევროპაში ავრცელებდა და ამ მიზნით ევროპელ პოლიტიკოსებს ფულს უხდიდა.