ხონის მუნიციპალიტეტში, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 27 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ანი პაპავას ცხედარი მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.
ანი პაპავა ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. ინფორმაცია დაკარგვის შესახებ ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა. გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო.