აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„შეშფოთებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის შესახებ ცნობებით. ჯილი და მე ვლოცულობთ მისი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის, ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და სლოვაკეთის ხალხთანაა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ამ შემზარავ აქტს. ჩვენი საელჩო მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთის მთავრობასთან და მზად არის დახმარების გასაწევად“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.