საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და მხარს უჭერს სტუდენტების პროტესტს.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "რუსული კანონის" წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ირმა დოლიძე
ანა კვინიკაძე
ეკა კიკნაძე
ალექსანდრე კობერიძე
ლაურა კუტუბიძე
მაკა ვასაძე
მარიკა მამაცაშვილი
ქეთი მაჭავარიანი
ლელა ოჩიაური
სალომე სხირტლაძე
გიორგი რაზმაძე
თამარ ცაგარელი
ნათია წულუკიძე
მარგო ზუბაშვილი