ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.
„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ რუსული კანონით - ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე რა თქმა უნდა, საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.