პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი წერს.
მეუღლის სოფია ხაჭაპურიძის თქმით, ქაცარავამ მას უთხრა, რომ მძიმედაა ნაცემი.
„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკინეს ჩემთან! - წერს სოფია ხაჭაპურიძე.
დავით ქაცარავა დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.