დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი ტელეკომპანია Skynews-თან საუბრისას ეხმიანება საქართველოში "აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიცირებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
შაპსის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება არის რუსეთის ჩარევა საქართველოში.
"ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისეთივე, როგორიც ვნახეთ რუსეთის ჩარევა უკრაინაში, თუმცა უფრო აგრესიულად. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი – გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ვფიქრობ, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის", – აღნიშნა გრანტ შაპსმა.