რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სატვირთო მატარებელი, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ამის მიზეზი მატარებელზე დრონით თავდასხმა გახდა. იუწყება გამოცემა Baza
შემთხვევა ადგილობრივით დროით ღამის პირველ საათზე, სადგურ ქოთლუბანთან მოხდა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.
მედიის ინფორმაციით, დრონით თავდასხმის შედეგად საწვავით დატვირთულ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ერთი ვაგონი. ამის შემდეგ საწვავი დაიღვარა და ბალახს ცეცხლი მოედო.
სულ რელსებიდან 9 ვაგონი გადავიდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა სრულად ლიკვიდირებული არ არის.