ლიეტუვაში კვირას გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გამოავლინა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა.
13 მაისს ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების უმრავლესობის დათვლის შედეგების მიხედვით, ნაუსედამ ხმების 44% მიიღო, ხოლო შიმონიტემ - 19%. არჩევნებში აქტივობამ 59,4 პროცენტი შეადგინა.
"დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება, მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, რომ ამას შევძლებ", - თქვა ნაუსედამ.
"ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი იყო მეორე ტურში გასვლა და ეს მიღწეულია", - თქვა შიმონიტემ.
ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ადვოკატი იგნას ვეგელე, ლიტვის სეიმის ყოფილი მოადგილე რემიგიუს ზემაიტაიტისი, რომელსაც წარსულში მანდატი ჩამოართვეს ანტისემიტური განცხადებების გამო და სხვები.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ლეიტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. 1895 უბნიდან 1629 უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგებით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას ამომრჩეველთა 71,6 (1 014 304 ამომრჩეველი) პროცენტი მიემხრო, წინააღმდეგ 26,1 პროცენტი წავიდა.
რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღება ვერ მოხერხდება, რადგან კანონმდებლობით საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. იმისათვის, რომ რეფერენდუმზე ეს საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო, საჭირო იყო მას დათანხმებოდა ლიეტუვაში სულ რეგისტრირებული ამომრჩევლების (2 385 234 მოქალაქე) ნახევარი მაინც, ანუ 1 192 617 მოქალაქე.