კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება - ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს, - წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, წინააღმდეგობის ნებისყოფა კანონზე გაფლანგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს
"1. კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება - ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
2. კანონის მიღება რეჟიმის ცვლილების სტიმულად უნდა გადაიქცეს - დასავლეთის რეაქცია კანონის მიღების შემდეგ ამაში დაგვეხმარება და პროტესტი ამისთვის უნდა მოემზადოს.
3. რეჟიმის ცვლილებას მარათონის ნებისყოფა სჭირდება, ბიძინას ამოცანაა რომ წინააღმდეგობის ნებისყოფა კანონზე გაფლანგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს - we need to keep calm and carry on.
4. ვინც დაიჭირეს, ან ვისაც ვერ პოულობთ და ახლობლები ღელავთ, მოგვწერეთ რომ ყურადღებით ვიყოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.