"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის გარეთ მყოფი დემონსტრანები მთელ საქართველოს არ წარმოადგენენ.
ქადაგიშვილის თქმით, აგენტების კანონის ბოლომდე მიღება გაგრძელდება.
"პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ, რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით გვითხრან. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული და ის, რომ გარეთ არიან მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა", - ამბობს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.