კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ შევიდა პარლამენტის სასახლეში.
"პირველ რიგში ვეტყვით [დემონსტრანტებს] იმას, რომ კანონპროექტის მიღება გაგრძელდება. შეთავაზება არის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირდნენ. დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნებით. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული. ის რომ არსებობს მომიტინგეები არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო", - თქვა ქადაგიშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტში იწყება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე მოსმენით უნდა განიხილონ "აგენტების კანონი". პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილები არიან დემონსტრანტები, რომლებიც შეძახილების ფონზე აცილებენ "ქართული ოცნების" წევრებს პარლამენტის შესასვლელისკენ.