თბილისში, პარლამენტის სასახლის ირგვლივ თავმოყრილია ათეულობით სამართალდამცავი.
გამთენიისას, პოლიციელებმა დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების დემონსტრანტებისგან გათავისუფლება. მანამდე, ტერიტორიაზე გაისმა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებს 5 წუთი ჰქონდათ შესასვლელების გათავისუფლებამდე.
ამ დროისთვის, პოლიციამ სრულად გაათავისუფლა პარლამენტის უკანა შესასვლელი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა.
პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი".