რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ცვლის.
ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.