"გავათენოთ საქართველოსთვის" - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. ამჟამად, გამზირი გადაკეტილია. გამზირზე გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტის წინ ღამეს გაათევენ. აქციის მონაწილეები კანონის გაწვევას მოითხოვენ.
აქციაზე სიტყვით გამოსვლები იგეგმება.
პარლამენტი მუშაობას დილის 9:00 საათზე კანონის განხილვით დაიწყებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დილით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას აურელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში.
ფოტო: ფორმულა