ერევანში, საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 48 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.
სომხეთის დედაქალაქში 20 აპრილიდან მიმდინარეობს. გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ დათმობებს აპროტესტებენ.
აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.