საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს.
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.
საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.
ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.
ევროვიზია 2024-ის ფინალის 11 მაისს გაიმართება.