ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია. მან აღნიშნული განცხადება მან ვაშინგტონის მიერ ისრაელში შეიარაღების გაგზავნის შეჩერების შემდეგ გააკეთა.
„მივმართავ ისრაელის მტრებსა და მეგობრებს, ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, დავარტყამთ „ჰამასს“, „ჰეზბოლას“ და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, არც სხვა ქვეყანა. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები“, – აცხადებს გალანტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის 1 800 ერთეული 900კგ-იანი ბომბისა და 1 700 ერთეული 225კგ-იანი ბომბის გაგზავნა შეაჩერა. რაფაჰზე მასშტაბური შეტევის შემთხვევაში კი დახმარების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.